ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ოქრუაშვილი: სააკაშვილი მთხოვდა, გირგვლიანის მკვლელობაზე ინფორმაცია სატელევიზიო ეთერიდან მოხსნილიყო

დღეს, სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილი დაკითხეს. ინფორმაციას ipn ავრცელებს. პროკურატურა მას გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების ნაწილში ედავება.

როგორც ოქრუაშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა, გირგვლიანის თემაზე თავდაპირველად სააკაშვილს ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა, თუმცა 2-3 თვეში მისი პოზიცია შეიცვალა და იგი მაღალჩინოსნების დასჯას ეწინააღმდეგებოდა.

„სააკაშვილი ცდილობდა გარკვეული პერიოდი ნეიტრალური პოზიცია დაეჭირა, მაგრამ მერე უკვე ისიც იმ პოზიციაზე იყო, რომ ეს იყო შემთხვევითობა და ახალაიას და მერაბიშვილს ამაში ბრალი არ მიუძღვით. ამბობდა მერაბიშვილზე და სხვებზე, რომ ამ ტიპის ადამიანის დასჯა გუნდის და ქვეყნის ჩამოშლას გამოიწვევსო. მთხოვდა კიდევაც, რომ დამელაპარაკა პატარკაციშვილთან, რათა ეს თემა მომეხსნა საინფორმაციო ბადიდან. გუნდში აქტიური პოზიცია ეკავა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის გიგა ბოკერიას, რომ არ უნდა დასჯილიყო არც ახალაია და არც მერაბიშვილი”, – განაცხადა პროცესზე ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მასთან რამდენჯერმე ჰქონდა საუბარი გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებაზე და როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, ექსპრეზიდენტი მისი აზრით ინტერესდებოდა.
ოქრუაშვილმა დღეს, სასამართლოს ჩვენება ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით მისცა.

იტვირთბა....