ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: “ივანიშვილის მიერ საქართველოს გაბანძების სიმბოლო”

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქ-გვერდზე ქართველი არტისტის ინსტალაციას ეხმიანება, რომლითაც საქართველოს პავილიონი ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო ბიენალეზე წარსდგა. სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველო უკეთესს იმსახურებს და ინსტალაციას ივანიშვილის მიერ საქართველოს “გაბანძებად” მოიხსენიებს.

“ვენეციის ბიენალეზე წარმოადინეს საქართველოს სახე, უფრო სწორად, ივანიშვილის მიერ საქართველოს გაბანძების სიმბოლო, მონგრეული ქოხი ტაშტით, რომელშიც მუდმივად ჩამოდის წყალი. ჩვენი სამშობლო აშკარად უკეთესს იმსახურებს!”, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, 10 მაისს ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს პავილიონი პროექტით, “ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში” გაიხსნა. ინსტალაციის მთავარი ნაწილია ძველი იმერული ოდა, რომელსაც პროექტის ავტორმა ვაჟიკო ჩაჩხიანმა ჭიათურასთან ახლოს მდებარე სოფელში მიაკვლია.

 

იტვირთბა....