ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო: NDI-ის კვლევის შედეგები ცნობილია

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის პოლიტიკური ნაწილი ცნობილი ხდება. დასმული იყო კითხვა – როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო. გამოითხულთა 31%-ს მიაჩნია, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, 29 პროცენტის აზრით, საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 18% მიიჩნევს, საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება. 13% კი თვლის, რომ საქართველო ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება.

NDI-ის ცნობით, საზოგადოებრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს პრინციპით, აპრილში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით, 2 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

იტვირთბა....