ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შრომის ინსპექცია შექმნილია, შესაძლოა, გასააქტიურებელიც იყოს”

შრომის ინსპექცია შექმნილია, შესაძლოა, გასააქტიურებელიც იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ტყიბულში განაცხადა, სადაც დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად ჩავიდა.

რაც შეეხება 9 მაისს მომხდარ ტრაგედიას, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებს და ეს საკითხებიც განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი.

„მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს. ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა და ბუნებრივია, რომ ჩვენ ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ. ​რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების საკითხებს, შრომის ინსპექცია შექმნილია, შესაძლოა, გასააქტიურებელიც იყოს. ​ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებს და ეს საკითხებიც განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

შეგახსენებთ, 9 მაისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში გეგმური სამუშაოების შესრულებისას ოთხი მეშახტე დაიღუპა – ალეკო ჭელიშვილი, გიზო კუბლაშვილი, ბიქტორ დაღუნდარიძე და გიზო გუბელიძე.

მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.

იტვირთბა....