ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეშახტეების დაკრძალვას პრემიერ-მინისტრი დაესწრება

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, სამუშაოს შესრულებისას გარდაცვლილი ალეკო ჭელიშვილის, ვიქტორ დაღუნდარიძის, გიზო გუბელიძისა და გიზო კუბლაშვილის დაკრძალვას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები “მეტრონომს” უდასტურებენ. ისინი მთავრობის მეთაურს მუნიციპალიტეტში რამდენიმე წუთში ელოდებიან.

ადგილზე უკვე იმყოფებიან თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი ელგუჯა გოცირიძე, იმერეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ოთხ გარდაცვლილ მეშახტეს 14:00 სამოქალაქო წესით საგვარეულო სასაფლაოებზე დღეს დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ 10 მაისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 4 მეშახტე დაიღუპა. გარდაცვლილები მაშველებმა 13-საათიანი ღონისძიებების შედეგად, 400 მეტრის სიღრმიდან ამოასვენეს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

იტვირთბა....