ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულ შვილიშვილსა და მის მეგობარს პატიმრობა შეეფარდათ

ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულ შვილიშვილსა და მის მეგობარს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა. პროკურატურა ორივე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვდა.

მკვლელობა ბუდაპეშტის ქუჩაზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 77 წლის მოხუცს შვილიშვილმა და მისმა მეგობარმა ბიჭმა სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, ბინაში კი კვალის დაფარვის მიზნით ხანძარი გააჩინეს.

მკვლელობის მოტივად ანგარება სახელდება.

სამართალდამცველების ინფორმაციით დაკავებულებს სახლში 200 000 დოლარამდე ეგულებოდათ, თუმცა სახლში 335 ლარზე მეტი არ აღმოჩნდა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, დანაშაული მარტში დაიგეგმა. მათი ინფორმაციით, საქმეში არსებობს მოწმეების ჩვენებებიც, მათ შორის წერილიც.

ადვოკატების განმარტებით, მათი დაცვის ქვეს მყოფმა პირებმა თავდაპირველი აღიარებითი ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცეს და ამჟამად დუმილის უფლებას იყენებენ.

იტვირთბა....