მკვლელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. სოფელ მაკვანეთში მამაკაცი მეზობელმა სანადირო თოფით მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობლებს შორის სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც მკვლელბა მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.