ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბაბუის მკვლელობისთვის შვილიშვილი და მისი მეგობარი ბრალდებულის სახით თბილისში დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა 1998 წელს დაბადებული მ.კ. და 1997 წელს დაბადებული გ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი გოგოა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.კ.-მ და მისმა მეგობარმა, გ.გ.-მ მიმდინარე წლის 9 აპრილს თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, მ.კ.-ს ბაბუას, 1940 წელს დაბადებულ ჯ.კ.-ს, ანგარების მიზნით, მისსავე საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, შემდეგ, დანაშაულის დასაფარად, ბინაში ხანძარი გააჩინეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა მ.კ. და გ.გ. თბილისში დააკავეს. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

იტვირთბა....