მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე ქვეყანაში, ორგანიზაციებზე კიბერთავდასხმები განხორციელდა, რის შედეგადაც, ელექტრონული სერვერები დავირუსდა – დაიბლოკა კომპიუტერები, რის მოსახსნელადაც თანხის გადახდა არის საჭირო – წერს „ბი-ბი-სი“.
კიბერთავდასხმების შესახებ საუბრობენ ბრიტანეთში, აშშ-ში, ჩინეთში, რუსეთში, ესპანეთში, ვიეტნამში, ტაივანსა და სხვა ქვეყნებში.
„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ სულ კომპიუტერები 12 ქვეყანაში დაავირუსეს.
მედიის ცნობით, კომპანიებს ურჩევენ, დროებით გამორთონ კომპიუტერები, სანამ სიტუაციაში გაერკვევიან.