ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში დავით სიხარულიძის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დონეცკის რეგიონის სოფელ ნოვოლუგანსკოესთან საბრძოლო დავალებისას დაღუპული თადარიგის ოფიცრის, დავით სიხარულიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1973 წელს დაბადებული დავით სიხარულიძე, 2010-2014 წლებში კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა. 2014 წელს მან შეიარაღებული ძალები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა.

იტვირთბა....