ბათუმის 11-12 მარტის ამბების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკვიას ახლობლები ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტთან აქციას მართავენ. გუშინ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ჩხვირკვია პატიმრობაში დატოვა.
დაკავებულის ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი ახლობლები ივანიშვილის სახლთან ირაკლი ჩხვირკვიას გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციაზე შეკრებილების თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაზე კვლავ დიდ გავლენას ახდენს და სწორედ ამიტომ შეიკრიბნენ მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ოჯახის წევრების თქმით, ირაკლი ჩხვირკვიას არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზება მოეხდინა.
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებით 20 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მათგან მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკვიას აქციის ორგანიზება ედებათ ბრალად.