“ქართველი მებრძოლი უკრაინაში საკუთარი ინიციატივით, მოხალისედ იყო წასული”, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთან დაკავშირებით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს წლების წინ გავლილი აქვს სამხედრო სამსახური, თუმცა ის ახლა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღარ ირიცხებოდა.
”თადარიგის ოფიცერი ნიშნავს, რომ ის გარკვეული წლების წინ მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ ამ დროისთვის საკუთარი ინიციატივით, როგორც მოხალისე ისეა წასული. წლების წინ მას გავლილი აქვს სამხედრო სამსახური. ახლა აღარ ირიცხება შეიარაღებულ ძალებში”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებას დაღუპული პირის იდენტიფიცირება გაკეთებული აქვს, თუმცა როგორც ცნობილია, უკრაინაში მყოფი მებრძოლები დაღუპულის ვინაობას ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ.
უკრაინაში შეტაკებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის დაიღუპვის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრმა დავით მაყიშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ში გაავრცელა.
„კიდევ ერთი ღირსეული ქართველი ოფიცერი დავკარგეთ დღეს უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში“, – დაწერა მაყიშვილმა, თუმცა დაღუპულის ვინაობა, მისი ოჯახის წევრების საქმის კურსში ჩაყენებამდე, არ დაასახელა.