NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვას, თქვენი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი, 48% ფიქრობს, რომ კარგი მოვლენა იყო, ხოლო 42% -მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინა.
კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2,493 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა.