ახალი ამბები მთავარი სამართალი

42 შეკვრა ჰეროინი აღმოუჩინეს აზერბაიჯანის მოქალაქეს თბილისში

შსს-ს თანამშრომლებმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1966 წელს დაბადებული ნ.ჰ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს, რომელსაც ავტომანქანის ჩხრეკისას, 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა.

შსს-ს ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოტიკული საშუალება 12,595 გრ ჰეროინს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით, ნ.ჰ.-ს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

იტვირთბა....