ზუგდიდში დაკარგული 13 წლის მოზარდი სამართალდამცველებმა თბილისში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია “მეტრონომს” შს სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ცნობით, არასწულწლოვანი თავს კარგად გრძნობს და უახლოეს პერიოდში დააბრუნებენ მას მშობლებთან. თუმცა სად და ვისთან ერთად იმყოფებოდა მოზარდი, ამის შესახებ შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.
მოზარდი სახლიდან 10 მაისს, საღამოს საათებში გავიდა, რის შემდეგაც ოჯახისათვის მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.