თბილისში, სანზონაში 16 წლის გოგო გაუჩინარდა. ანა ფეიქრიშვილი სანზონაში, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს. ოჯახი დაკარგულ გოგონას 8 მაისის შემდეგ ეძებს.
გავრცელებული ინფრომაციით, ფეიქრიშვილების ოჯახს გოგონას ადგილსამყოფელის შესახებ ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.
ფეიქრიშვილების ოჯახი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართვს და ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში მითითებულ ნომერზე დაკავშირებას მოუწოდებს: – 598 951 033
როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხადარზე ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ცნობისთვის, ასევე ზუგდიდსა და ბათუმში ეძებენ მოზარდებს, რომელთა ასაკი 13 წელია და რომლებიც ასევე დაკარგულად მიიჩნევიან.