ბათუმში, 13 წლის ანასტასია (ნასტია) ტონოკანიანს გუშინ, დღის 12 საათიდან ეძებენ.
ოჯახი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს და ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში მითითებულ ნომერზე დაკავშირებას მოუწოდებს: – 555 23 13 03
როგორც „მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შეტყობინება არასრულწლოვანის დაკარვის შესახებ დილით შევიდა და მას კრიმინალური პოლიცია დილიდან ეძებს.
“მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები”-განაცხადეს უწყებაში.
ცნობისთვის, ასევე ზუგდიდში დაიკარგა 2004 წელს დაბადებული მოზარდი.