პროკურორი, რევაზ ნადოი, რომლის სახელი არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არცერთ ვაკანტურ ადგილზე არ დაამტკიცა. რევაზ ნადოის საბუთები სააპელაციო, სისხლისა და დაგამოძიებო პალატებში ჰქონდა შეტანილი. მან გასაუბრება 2 მაისს გაიარა, დღეს კი კენჭისყრაზე მისი კანდიდატურა ჩავარდა.
რევაზ ნადოი იყო ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების, ბაჩო ახალაიას რამდენიმე საქმის, მათ შორის, სერგო თეთრაძისა და ციხის ბუნტის საქმეების პროკურორი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხს განიხილავს. 39 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი სულ 108 მოსამართლეს აქვს შეტანილი.