”ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგო რატიანმა გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ოკუპაციაზე და ლუჟკოვის ვიზიტზე გაამახვილა:
“იქ, სადაც საუბარია ოკუპაციაზე, იური ლუჟკოვი არ უნდა დადიოდეს იმ ქვეყანაში და არ უნდა გვეუბნებოდნენ, რომ პასპორტში მას განსაკუთრებული არაფერი ეწერა. არ უნდა გვეუბნებოდნენ იმას, რომ პასპორტში არაფერი ეწერა. პუტინმა რომ გადმოკვეთოს ხვალ საზღვარი, საინტერესოა, იმას პასპორტში რაიმე უწერია? ან კიდევ სხვებმა რომ გადმოკვეთონ. ამიტომ, ეს არ უნდა ხდებოდეს იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და ის ჯარისკაცები, რომლებიც იცავდნენ ქვეყანას, იმათი გადაცემა არ უნდა ხდებოდეს. გია ცერცვაძის შემთხვევას ვგულისხმობ”,- განაცხადა რატიანმა.
“ჩვენ არ დაგვიწყია აქ 9 წელზე საუბარი, ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციასთან დაკავშირებით”, -ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატ სერგო რატიანის განცხადებას.