პრეზიდენტის შვილის ანა მარგველაშვილის განცხადებით, მის მეგობარს მიხეილ თათარიშვილს 18 აბი სუბოტექსი ჩაუდეს და ის უდანაშაულოა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, პრეზიდენტის ქალიშვილმა, მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა.
მისი თქმით, დაცვის მხარეს აქვს ყველანაირი მტკიცებულება, რითაც თათარიშვილის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
“ვერაფრით ვერ დაამტკიცებენ მის ბრალდებას. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ მისი უდანაშაულობა დავამტკიცოთ”, – განაცხადა ანა მარგველაშვილმა, რომელიც პრეზიდენტის სიძის მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის საქმის განხილვაზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ თათარიშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 15 მარტს დააკავეს.