ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ

“ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ,-ამის შესახებ გურამ რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სასამართლოში დანიშნული დღევანდელი სხდომა, ახალი ადვოკატების მიერ საქმის მასალების გაცნობის მიზნით, დაცვის მხარის შუამდგომლობით 25 მაისამდე გადაიდო.

პროკურორმა რჩეულიშვილებთან საპროცესო შეთანხმებაზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ შეთანხმება მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ დაზარალებულებს ზიანი აუნაზღაურდებათ.

შეგახსენებთ, რომ  4 მაისს გურამ რჩეულიშვილმა 10 დღეში ინვესტორთან საბოლოო შეთანხმების მიღწევაზე ისაუბრა, რომელზეც პროკურატურასთან საპროცესო გარიგებაა დამოკიდებული. ბრალდებულმა მაშინ განმარტა, რომ ელოდება საქართველოში ბიზნესმენის ჩამოსვლას, რომელმაც მათი ქონება უნდა იყიდოს. შემოსული თანხებით კი პრობლემური ობიექტების მშენებლობა დასრულდება.

გურამ რჩეულიშვილი ბიზნესმენის ვინაობას არ აკონკრეტებს.

იტვირთბა....