ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სასამართლოებში გამწესდნენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ პრინციპული ხასიათი და მაღალი კვალიფიკაცია”

დღევანდელი სისტემის მეშვეობით შესაძლებელია, სასამართლოებში კვლავ გამწესდნენ  ადამიანები, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს, რომ  არ გააჩნიათ არც პრინციპული ხასიათი, არც მაღალი კვალიფიკაცია, – ასე შეაფასა საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლეთა დანიშვნის დღეს არსებულო წესი.

ნაცვლიშვილის თქმით, ასეთი ადამიანების სისტემაში შენარჩუნების ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ მათი ლოიალობა სასამართლოს ძლიერი ჯგუფებისადმი, ნებისმიერი ხელისუფლებისადმი.

„სასამართლო სისტემა ვერ სარგებლობს ვერც საზოგადოების, ვერც საექსპერტო წრეების, საერთაშორისო პარტნიორების მაღალი ნდობით, რადგან იგი არ არის ორიენტირებული, სასამართლო სისტემაში დაინიშნონ ყველაზე უფრო კომპეტენტური, კეთილსინდისიერი ადამიანები. პირიქით, სწორედ ამ სისტემის მეშვეობით შესაძლებელი იყო და არის სასამართლოში გამწესდნენ ის ადამიანები, რომლებსაც თავიანთი საქმიანობით წარსულში და დღევანდელობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ არ გააჩნიათ პრინციპული ხასიათი, არც მაღალი კვალიფიკაცია”, -აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

იტვირთბა....