ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მიმართონ თავიანთ მღვდელმთავრებს, რომ სინოდზე ჩემი განკვეთის საკითხი დააყენონ”

მამა სერაფიმე სოციალურ ქსელში წერს:

“დეკანოზს ილია ჭიღლაძეს არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილს დეკანოზს თამაზ ლომიძეს ვმადლობ რომ ერის მოღალატის სიაში ჩამწერეს. ვთხოვ მათ, რომ მიმართონ თავიანთ მღვდელმთავრებს რომ სინოდზე ჩემი განკვეთის საკითხი დააყენონ, როგორც ერის და ქვეყნის მოღალატესი რადგან თვით ეკლესია განკვეთს, ანათემაზე გადასცემს ყველა ერის და ქვეყნის მოღალატე სასულიერო და საერო პირებს,“ – წერს მამა სერაფიმე.

მამა სერაფიმე საქართველოში სტუმრად მყოფ მოსკოვის ყოფილ მერს, იური ლუჟკოვს შეხვდა, რასაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

13 ასურელი მამის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა, მამა სერაფიმემ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში განაცხადა, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, მონასტერში არამეულ ენაზე ლიტურგიის მოსასმენად მივიდა.

„მე არც რუსეთის მონა მინდა ვიყო და არც დასავლეთის, ეს ჩემი პოზიციაა. თუ ასე ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ყველაზე დიდი ჯილდო იმის შემდეგ, რომ მე ქრისტიანი ვარ, დავიბადე საქართველოში, მე ღიად ვაცხადებ, თუ ასე თვლინ მე დავდებ ჯვარს.

დღეს ისეთი კომენტარი იყო, ასურელი ბავშვები რომ ჩაეხოცა, მაშინ მიიღებდი?!. მე ვაცხადებ, ეს ადამიანი ჩემს მოსაკლავად რომ მოსულიყო, მე სიმით გამოვიდოდი და დავხვდებოდი, მაგრამ ეკლესიის კარს გავუღებდი”, – განაცხადა მამა სერაფიმემ.

 

იტვირთბა....