ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მთავრობა შრომის უსაფრთხოების დარეგულირების მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას გეგმავს

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების დარეგულირების მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას გეგმავს. სიახლე ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის მქონე ობიექტებზე ინსპექტირებასაც ითვალისწინებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი ზოიძე ვარაუდობს, რომ ინიციატივის კანონად ჩამოყალიბება საგაზაფხულო სესიაზე მოხდება და საკონსტიტუციო დონეზე ამ საკითხის ჩანაწერს საჭიროდ მიიჩნევს.

„მთავრობა შემოიტანს უახლოეს მომავალში კანონმდებლობას ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ, რომ ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის მქონე დაწესებულებებში შრომის ინსპექციას ჰქონდეს პროაქტიული შემოწმების საშუალება, არ სჭირდებოდეს სასამართლოს ნებართვა თუ ორგანიზაციის მიწვევა და ამავდროულად ჰქონდეს სანქციების დაყენების უფლება იმ შემთხვევაში, თუ არ შესრულდა შრომის უსაფრთხოების ნორმები,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შრომის ინსპექციის შექმნის ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს ოპოზიცია. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ მსგავს შემთხვევებში მთავარი საქმის გამჭვირვალედ და დეტალურად გამოძიებაა.

შეგახსენებთ, ტყიბულში მაღაროში 4 მუშა სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა.

იტვირთბა....