სამდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა მესტიის რაიონის სოფელ ხაიშშს. ადიდებულმა მდინარე ხაიშურამ სავალი გზის ნაწილი წაიღო.
ამ წუთისათვის ხუთი სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს. მოსწავლეები სკოლაში ვერ მიდიან, განადგურებულია ნათესები.
ადგილზე იმყოფება მესტიის რაიონის გამგებელი. უკვე დაწყებულია გზის აღდგენითი სამუშაოები და ამინდი გაუმჯობესთებასთან ერთად, გამგებელი ვარაუდობს, რომ სავალ გზაზე მოძრაობა შესაძლებელი გახდება.