შეერთებული შტატების მიერ ქურთული შენაერთების შეიარაღებით მომარაგება თურქეთისთვის მიუღებელია. ანკარაში შიშობენ, რომ შეიარაღებას ქურთები თურქეთის არმიის წინააღმდეგ გამოიყენებენ.
სირიის დემოკრატიული ძალების შემადგენლობაში მებრძოლი ქურთული სამხედრო დანაყოფები ისლამისტებისგან ქალაქ რაქას გათავისუფლების ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას. თურქეთმა კი გასულ თვეს ერაყის ჩრდილოეთით და სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებული ქურთების პოზიციები დაბომბა, რასაც 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქურთ მებრძოლებს ანკარა ტერორისტებად განიხილავს, თუმცა რაქაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად სირიელი ქურთებისთვის სამხედრო შეიარაღების გადაცემის ბრძანებას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ქურთების აღჭურვა გამარჯვების საწინდარი გახდება.