ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შემდეგში თუ მსგავსი მოხდება, ამ მკვლელობის მონაწილეები ვიქნებით”

რკინიგზელთა პროფკავშირის ხელმძღვანელი პირი, ილია ლეჟავა ამბობს, ტყიბულში ერთი წლის წინ, როცა გაფიცვები მოეწყო სტუდენტებთან ერთად იმიტომ იბრძოდა, რომ შექმინილიყო შრომითი ინსპექცია.

“როცა ვსაუბრობთ მკვლელობაზე, დიახ, ეს სწორედ მკვლელობა იყო, რადგან იქ დიმტირი ხუნდაძეც იყო ჩართული მოლაპარკებებში, ბატონი გახარიაც, როგორც დამსაქმებლის პოზიციის წარმომადგენელი, მეშახტეებს შეპირდნენ, რომ იმუშავებდნენ ამ საკითხზე, მეშახტეებმა დათმეს პოზიცია, მაგრამ გადის 1 წელი და ადგილია ქვს უსაფრთხოების დარღვევას. სად იყო ერთი წლის განმავლოაბში ეს ადამიანები, რომლებმაც პირობა მისცეს მეშახტეებს, რომ შემოწმდებოდა ის ადგილები. ამიტომ ვეთანხმები სახალხო დამცველს, რომ ეს იყო მკვლელობა და უფრო მეტიც, ამ მკვლელობაში სახელმწიფო, ეკონომიკური და ის ადამიანები მონაწილეები არიან შემდეგში, თუ მსგავსი ფაქტი მოხდება, ამ მკვლელობის მონაწილეები ვიქნებით ჩვენ, თუ ამ ფაქტს ახლა შევეგუებით”, – განაცხადა ლეჟავამ “იბერიას” თოქშოუ “პრიორიტეტის” ეთერში.

იტვირთბა....