ჩუღურეთის რაიონის გამგებელს ზურაბ ჩიკვილაძეს 15 თვეში, 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით 79 300 ლარის ოდენობის ხელფასი, დანამატი პრემია აქვს აღებული.
ამის შესახებ „აიპრესს“ თბილისის მერიიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გამგებლის ყოველთვიური ხელფასი 2 600 ლარია, ამდენივეა მისი დანამატიც. რაც შეეხება პრემიას, გამგებელს პრემია მოცემულ პერიოდში მხოლოდ ერთხელ, 2016 წლის აგვისტოში აქვს აღებული, 1 300 ლარის ოდენობით.