ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მილიონი ხის დარგვის მეორე სერია”: რას აწვალებთ ამ ბავშვებს? – შაშკინი ჯეჯელავას მიმართავს

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი განთლების ამჟამინდელ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას ეხმაურება.

“ჯეჯელავამ ბრძანა, რომ სკოლებში ყველა ბავშვს თითო ვაშლი უნდა დაახვედრონ. საქართველოში სულ არის დაახლოებით 500,000 საჯარო სკოლის მოსწავლე, 1 კილოგრამი დაახლოებით 5 ვაშლს მოიცავს, ანუ სახელმწიფომ სკოლებში დღეში 100 ტონა ვაშლი უნდა შეიტანოს. თვეში ბავშვები დაახლოებით 22 დღეს სწავლობენ, ანუ გამოდის 2200 ტონა ვაშლი თვეში. მილიონი ხის დარგვის მეორე სერია. მთავრობას მოვუწოდებ მათემატიკა ისწავლონ, კარგია.

სახალისო მათემატიკა, ნაწილი 2: ჯეჯელავამ ასევე ბრძანა, რომ საჯარო სკოლებს წელს 75 000 პირველკლასელის მიღების რესურსი აქვთ. ანუ, არის საშუალება 75 000 მერხის, სკამის, სახელმძღვანელოს და კომპიუტერის ყიდვის, ასევე შესაძლოა 75 000 ბავშვისთვის საკმარისი პედაგოგების დასაქმება. თუმცა, არსებული სტატისტიკით, მხოლოდ 48 000 ბავშვს უსრულდება 15 სექტემბერს 6 წელი. ანუ გამოდის, რომ 27 000 ბავშვის რესურსი იფლანგება. მაშინ მიიღეთ 5 წლის ბავშვები, ვისაც სურვილი აქვს. ან თუნდაც ვინც წელს 6-ის ხდება. რას აწვალებთ ამ ბავშვებს? – წერს საკუთარ ფეისბუქზე განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი.

 

იტვირთბა....