ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბაჩო ახალაიას ადვოკატი მისი ცოლი იქნება

ბაჩო ახალაიას ახალი ადვოკატი მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი იქნება. ანი ნადარეიშვილი დღეს ახალაიას პროცესს პირველად დაესწრო ადვოკატის სტატუსით. სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეზე ახალაიას ინტერესებს ანი ნადარეიშვილის გარდა, მალხაზ ველიჯანაშვილიც იცავს.

ამ წუთებში პროცესი დახურულ რეჟიმში ბრალდების მოწმეთა დაკითხვით მიმდინარეობს. საქმის პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა შაუმდგომლობა პროცესის დახურვის თაობაზე დააყენა და აღნიშნა, რომ დღეს დასაკითხი მოწმეები სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას გააჟღერებდნენ, რისი გახმაურებაც კანონით იკრძალება. ბრალდების შუამდგომლობას ბაჩო ახალაია და მისი ადვოკატები არ დაეთანხმნენ.

როგორც ბაჩო ახალაიამ პროცესზე განაცხადა, მას დამატებით 60 000 ლარის გაფლანგვას ედავებიან და ამაში საიდუმლო არაფერი არ არის. მას მიაჩნია, რომ სხდომა არ უნდა დახურულიყო, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დამსწრეებს დარბაზი დაატოვებინა. მოწმეების დაკითხვა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

იტვირთბა....