ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროსადგურ “წერეთელზე” მოძრაობა განახლდა

“11:50 საათიდან, წერეთლის სადგურზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა და დაიწყო მგზავრების მიღება”, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

“წერეთლის სადგურზე 11:50 საათზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლა და დაიწყო მგზავრების მიღება. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით 10:00 საათზე ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე მცირედი დაკვამლიანების გამო, დროებით შეიზღუდა მგზავრების მიღება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა სამსახურებმა ხარვეზის აღმოფხვრა დროულად მოახერხეს, ასევე დეტალურად შეამოწმეს ესკალატორის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა. წერეთლის სადგურზე მგზავრების გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა”- აღნიშნულია განცხადებაში.

 

იტვირთბა....