სამართალდამცველებმა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა რუსთაველის თეატრის სახურავზე ასული კაცი ჩამოიყვანეს.
როგორც თვითმხილველებმა “მეტრონომს” განუცხადეს, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი რუსთაველის თეატრის სახურავზე იყო ასული და გადმოხტომით იმუქრებოდა.
მაშველებმა მისი სახურავიდან უსაფრთხოდ ჩამოყვანა მოახერხეს. თვითმხილველები იმასაც ამბობენ, რომ მამაკაცი სახურავიდან ქვებს ისროდა და იქ შეკრებილ საზოგადოებას უშვერი სიტყვებით მიმართავდა. მათი თქმით, მამაკაცი თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებია.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს.