პარლამენტის წინ გამართული აქციის დროს შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 2 მოქალაქე დააკავა. აქციის წევრები ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმიანებიან.
პარლამენტის წინ შეკრებილებმა, პროტესტის მიზნით, სამანქანო გზის გადაკეტვა სცადა. აქციის მონაწილეებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლების თქმით, პოლიციელებმა თავიანთ უფლებამოსილებას გადაამეტეს. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მოსახლეობას სამანქანო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეები პარლამენტს და მთავრობას შრომითი ინსპექციის შექმნის საკითხზე სამუშაოების დაწყებისკენ უბიძგებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტყიბულში მუშების დაღუპვას ოფიციალურად არ ადასტურებენ, რადგან მათი სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდიანრეობს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავი და სამაშველო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
ადამიანი უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, ლინა ღვინიანიძე, ფეისბუკზე წერს, რომ, სავარაუდოდ, მწყობრიდან გამოსული ტექნიკის გამო 4 მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა.
რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელი ილია ლეჟავას ცნობით, სიმაღლე 400 მეტრია. ლეჟავა ვარაუდობს, რომ მუშები, სავარაუდოდ, დაიღუპნენ.