ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხმაური ივანიშვილის ბიზნესცენტრთან: “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულებს კარვის გაშლის უფლება არ მისცეს

ექსპრემიერ, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები აქციას მართავენ. მათი მოთხოვნა გამოძიების დროულად ჩატარებაა.

ცოტა ხნის წინ მათ ივანიშვილის სახლის წინ კარვის დადგმა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. ისინი ბიძინა ივანიშვილისგან დახმარებას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის ქვეყნის არაფორმალური მმართველია.

ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ შენობაში ხანძარი განზრახ გააჩინეს. ისინი “ბავშვთა სამყაროს” დირექტორის, შენობაში შემავალი კონტრაქტორი კომპანიების, ხელმძღვანელი პირების და დაცვის სამსახურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პასუხისმგებლობაც იკვეთება.

იტვირთბა....