“არცერთ ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა უნდა განახორციელოს ფაქტობრივად აღარ არის შენარჩუნებული” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტმა ზუგდიდში კონსტიტუციის ახალი პროექტის სახალხო განხილვისას იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას ეხება. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს შენარჩუნებული აქვს მხოლოდ სახელი მთავარსარდლის, თუმცა ჩამორთმეული აქვს ყველა ფუნქცია.
მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს გაუქმებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ შექმნილ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა ოკუპირებულია, უშიშროების საბჭოს გაუქმება არასწორი ნაბიჯია.
„ჰიბრიდული ომი, არაპირდაპირი საომარი მოქმედებები, მიმდინარეობს ომის გამოცხადების გარეშე და წარმოიდგინეთ ომის გამოცხადება ხდება შემდეგნაირად, პრემიერმინისტრი ეუბნება პრეზიდენტს გამოაცხადე ომი და პრეზიდენტს არ აქვს არავითარი უფლება, რომ იკითხოს – რატომ ვაცხადებ ომს. პირდაპირ უნდა მოაწეროს ამ დოკუმენტს ხელი, კითხვის გარეშე და გადაუგზავნოს ის პარლამენტს
ჩემი კითხვაა – რა საჭიროა ასეთი ხელმოწერა, ან რა საჭიროა ასეთი მთავარსარდლის ფუნქცია, რომელსაც არც ეკითხებიან, სწორად მიგაჩნია რომ ომი გამოსაცხადებელია თუ არა. მარტო ამ შემთხვევაში იწყებს ფუნქციონირებას თავდაცვის საბჭო და პრეზიდენტი იღებს მონაწილეობას ამ პროცესში.
პრეზიდენტი, რომელმაც არაფერი იცის მართვის შესახებ, არავითარი შეხება არ აქვს სამხედრო ძალებთან. არ იცის სამხედრო ოპერაციის ჩატარება, არა სამხედრო თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკურად არ იცის და მარტო მაშინ იქმნება თავდაცვის საბჭო, როდესაც გამოცხადებულია ომი, მაგარ ომამდე ის ორგანო, რომელიც მოწოდებული იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და სამხედრო აღმშენებლობისთვის, აღარ სჭირდება საქართველოს კონსტიტუციას ასეთ ორგანო? რომლის პირდაპირი განსაზღვრება არის თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო აღმშენებლობისათვის. ამ ორგანოს მაგივრად ჩაიწერა ხმამაღალი ლოზუნგი, რომ ჩვენი მიზანია ნატო. მე მირჩევნია არანაირი ლოზუნგი არ ეწეროს კონსტიტუციაში, მე მირჩევნია იყოს ქმედითი სტრუქტურა, რომელიც იქნება მოწოდებული, რომ ქვეყანა თავდაცვისუნარიანობით გააძლიეროს,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.