ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პრემიერი ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.

“გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს. ამ გამარჯვებისთვის ჩვენმა თანამემამულეებმა თავგანწირულად იბრძოლეს – ბევრი სახელოვანი და ბევრიც უსახელო გმირი გვყავს, რომელთა თავდადებაც დღემდე უცნობია. პატივს მივაგებ ჩვენი გმირების ხსოვნას და მათ უკვდავ სახელებს.

განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ ამ დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ჩვენს ვეტერანებს და ქედს ვიხრი მათ წინაშე,”-ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მილოცვაში.

დღეს 9 მაისია – მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 72 წელი გავიდა. ფაშიზმზე გამარჯვების დღე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 70 0000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.

იტვირთბა....