bbc-ის ცნობით, საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი – 39 წლის ემანუელ მაკრონი ქალაქ ამიენში, ექიმების ოჯახში დაიბადა. სკოლის წლები მაკრონმა იეზუიტურ კერძო სკოლაში გაატარა.
მას შემდეგ, რაც 15 წლის მაკრონის მშობლებმა შეიტყეს, რომ მათი შვილი ლიტერატურისა და სამსახიობო ხელოვნების მასწავლებლით ბრიჯიტ ტრონიეთი იყო გატაცებული, პარიზში, ელიტურ სკოლა-ლიცეიუმში გადაიყვანეს. თუმცა მოგვიანებით მასწავლებელი შეყვარებული მოსწავლის ცოლი მაინც გახდა.
სკოლის დამთავრების მერე მაკრონმა სწავლა ფილოსოფიის ფაკულტეტზე გააგრძელა, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში კი პოლიტოლოგიაში მაგისტრის ხარისხი აიღო.
დიპლომის მიღების შემდეგ მაკრონმა საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროში ფინანსურ ინსპექტორად დაიწყო მუშაობა. 2009 წელს მან შეიცვალა სფერო და Rothschild & Cie Banque-ში საინვესტიციო ბანკირი გახდა.
2012 წელს მაკრონი ისევ ეკონომიკის სამინისტროში დაბრუნდა და გენერალური მდივნის მოადგილედ დაინიშნა. 2014 წელს ფრანსუა ოლანდმა მისი მომავალი მემკვიდრე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრად დანიშნა.
მაკრონს გამარჯვების შემდეგ, მისი პოლიტიკური გზავნილების გამო, ფრანგ ბარაკ ობამასაც უწოდებენ.
საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. ბიულეტენების 99.99%-ის დათვლის შედეგად, ემანუელ მაკრონს ამომრჩეველთა 66.06%-მა დაუჭირა მხარი (20 703 694 ხმა), მარინ ლე პენს კი 33.94%-მა (10 637 120 ხმა).
ფოტო: მაკრონი მეუღლესთან ერთად.