aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

26 მაისის აქციის დაშლის დროს გარდაცვლილი პოლიციელის დედა: “ვიცი, რომ მანქანას ანზორ ბიწაძე მართავდა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

2011 წლის 26 მაისს “სახალხო კრების” აქციის დაშლის დროს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის დედამ და „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ საქართველოს მთავარი პროკურორის სახელზე საჩივარი შეიტანეს.

ანა აზაურაშვილის განცხადებით, მას პარლამენტის მაშინდელმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი თარგამაძემ და ლევან თარხნიშვილმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საქმეზე დაკავებული ალექსანდრე ბიბილური აღნიშნულ შემთხვევაში საჭესთან არ იჯდა და მაშინ მანქანას ნინო ბურჯანაძის შვილი, ანზორ ბიწაძე მართავდა.

ვლადიმერ მასურაშვილის ოჯახი საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყებას ითხოვს, რადგან, მათი განცხადებით, საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ოჯახი გივი თარგამაძის და ლევან თარხნიშვილის დაკითხვასაც ითხოვს.

„ჩემი პირადი გამოძიებით და ხალხისგანაც ვიცი, რომ საჭეს მაშინ ანზორ ბიწაძე მართავდა. როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივედი, მაშინ იქ გივი თარგამაძე და ლევან თარხნიშვილი დამხვდნე. მათ მითხრეს, რომ ზედმეტი პოლიტიკური დაძაბულობის და გამწვავების გამო, საქმეზე ალექსანდრე ბიბილური დააკავეს, თუმცა რეალურად, საჭესთან ანზორ ბიწაძე იჯდა. ვითხოვ, 6 წლის მერე მაინც გავიგო, ვინ არის ჩემი შვილის რეალური მკვლელი“,- აცხადებს ანა აზაურაშვილი.

იტვირთბა....