ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუფრის შემდეგ, გორში მამაკაცი ცემის შედეგად დაიღუპა

გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში 50-წლამდე ასაკის მამაკაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა, -ინფორმაცია “მეტრონომს” შსს-მ დაუდასტურა. უწყების ინფორმაციით,  შემთხვევა გიორგობის დღესასწაულზე მოხდა, რა დროსაც სუფრაზე დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულია ერთი პირი.

როგორც გარდაცვლილის  ახლობლები აცხადებენ, მას დაზიანებები თავის არეში აღენიშნება და დამტვრეული აქვს მხრის ძვლები. “მას, სავარაუდოდ, ოთხი ადამიანი, მათ შორის, სტუმრები, სცემდა. ერთი წაიყვანეს უკვე პოლიციაში”, – აცხადებენ ახლობლები.

 

იტვირთბა....