ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლე პენმა არჩევნებში დამარცხება ცეკვით აღნიშნა

ჟურნალისტმა ალექსანდრა მეილსონმა ნაციონალისტების საპრეზიდენტო კანდიდატი მარი ლე პენი ცეკვის დროს გადაიღო. როგორც BBC წერს, ლე პენმა არჩევნებში დამარცხება აღნიშნა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოოო შედეგები გამოაქვეყნა.

ბიულეტენთა 100%-ის დათვლის შემდეგ, პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 66,06% მიიღო, ხოლო „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა – 33,94%.

ამომრჩევლების აქტივობამ 74,62% შეადგინა.

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის მერვე პრეზიდენტი გახდა. ის მეხუთე რესპუბლიკაში ყველაზე ახალგაზრდა არჩეული პრეზიდენტია.

 

 

იტვირთბა....