საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
გიორგი კვირიკაშვილი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.