ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ახალ ზოოპარკში ცხოველების გადაყვანა 3 წლის განმავლობაში მოხდება”

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ძველი ზოოპარკის ტერიტორია თბილისის ცენტრალური პარკი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “კომერსანტი” ავრცელებს.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის ზღვაზე ზოოპარკის გადატანის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს იმიტომ, რომ ერთიანად გადატანას დიდი ფინანსები სჭირდება.

“წინა წელს ძაღლსაშენი აშენდა და ძაღლები გადაიყვანეს. წელს 20-მდე სხვადასხვა ვოლიერი შენდება და ეტაპობრივად გადავიყვანთ ცოხველებს. 3 წლის განმავლობაში მოხდება ძველი ზოოპარკიდან არსებული ცხოველების ახალ ზოოპარკში გადაყვანა. ამის შემდეგ ძველი ზოპარკის ტერიტორია გახდება ე.წ ცენტრალური პარკი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს, მთლიანად დაიტბორა თბილისის ზოოპარკი, დაიხოცა ცხოველთა ნაწილიც. მოგვიანებით, სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელების შემდეგ, ევროპის პარკების ასოციაციამ, რომლის წევრიც თბილისის ზოოპარკია, ზოოპარკს რამდენიმე სახეობის ცხოველი აჩუქა.

იტვირთბა....