ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მაკრონის შტაბში უსაფრთხოების სამსახურმა ევაკუაცია გამოაცხადა

ამ წუთებში ცნობილი ხდება რომ, პარიზში განგაშია გამოცხადებული,- ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” წერს, რომელიც იუწყება, რომ ემანუელ მაკრონის შტაბში, სადაც კურიერის გადამღები ჯგუფი იმყოფება, უსაფრთხოების სამსახურმა ევაკუაცია გამოაცხადა და ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

“რატომ გახდა ჟურნალისტებისთვის პრესცენტრის სასწრაფოდ დატოვება აუცილებელი და რა სახის საფრთხე არსებობს შენობაში, უცნობია”- იუწყება “რუსთავი 2”.

შეგახსენებთ, საფრანგეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. პირველ ტურში, 23 აპრილს, En Marche!-ს ლიდერმა, ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა ხმების 23,75 % მიიღო, “ნაციონალური ფრონტის” ლიდერმა, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენმა – 21,53 %.

ფრანგული ტელეკომპანია BFMTV-ს გამოკითხვის მიხედვით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამართულ ტელედებატებში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა – 63 %-ით. მარინ ლე პენს ხმა რესპონდენტთა 34 %-მა მისცა. გამოკითხვაში მონაწილეობა 1 314 ადამიანმა მიიღო.

BBC-ს ცნობით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კანდიდატების რეიტინგი ასეთია: მაკრონი – 59 %, ლე პენი – 41 %.

იტვირთბა....