საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი შეერთებულ შტატებში ვიზიტს მართავს. მას შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში აქვს დაგეგმილი. გიორგი კვირიკაშვილი ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სენატორებთან, სხვადასხვა კომიტეტების ხელმძღვანელებთან და ექსპერტებთან. ძირითად საკითხები იქნება თავდაცვა, უსაფრთხოება და ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთერთობა. ყურადღება გამახვილდება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.
„აუცილებლად იქნება საუბარი ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებზე. ეს ის თემებია, რომლებზეც როგორც თეთრ სახლში, ისე სახელმწიფო მდივანთან აუცილებლად გაიმართება საუბარი,“ – განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ბაქრაძემ.