ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლაგოდეხში 25 წლის კაცი დაჭრეს

ლაგოდეხში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ეკლესიასთან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

ახალგაზრდას შემავალი ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ლაგოდეხის საავადმყოფოში ჩაუტარდა. ექიმების თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცი მეგობრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. რა გახდა ინციდენტის ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე დაუდგენელია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....