დღეს, საქართველოში გიორგობას აღნიშნავენ. გიორგობის სადღესასწაულო წირვა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ქაშუეთის ეკლესიაში აღავლინა. ილია მეორემ მოსახლეობასა და შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა.
„წმინდა გიორგი განსაკუთრებით ახლობელია ჩვენთვის, ყველა ოჯახისთვის. არ არსებობს ისეთი ოჯახი, თითქმის, საქართველოში, რომ ერთ ვიღაცას წმინდა გიორგის სახელი არ ერქვას,“ – განაცხადა ილია მეორემ.
საქართველოს პატრიარქმა გიორგობის დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს.
„წირვა-ლოცვას ესწრება მისი აღმატებულება, საქართველოს პრემიერმინისტრი, ბატონი გიორგი. ვულოცავთ მას გიორგობას. წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი და შემწე თქვენს მძიმე მოღვაწეობაში. ასევე გიორგობას ვულოცავთ პრეზიდენტს,“ – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.