რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ლავროვის უწყებაში დოკუმენტს “მიკერძოებულსა” და “აბსურდულს” უწოდებენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, კომიტეტი ცდილობს, საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტურ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისროს. ლავროვის უწყების მტკიცებით, ქართული დელეგაცია სისტემატურად უარს ამბობს, კონსტრუქციულად იმუშაოს ჟენევის დისკურიების დროსაც.
“ასეთ სიტუაციაში სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ჟენევის შეხვედრების ამჟამინდელ ფორმატში გაგრძელებაზე,” – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.