https://www.youtube.com/watch?v=KRIhEVonz_c
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ფალავანმა ევროპის ჩემპიონატის 61 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ახმეტ ჩაკაევი 10:9 დაამარცხა.
მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარეობს.
ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი პეტრო ბილეიჩუკი დაამარცხა (8-2), მანამდე კი აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი (9-5) და მოლდაველი ანდრეი პერპელიტა (4-1) ჩამოიშორა გზიდან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია – წინა დღეს პრიზიორები ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.