ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დამავალა, საკონსტიტუციო კომისიის შესაბამის საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრა, პრეზიდენტის ჩართულობის შინაარსობრივ-ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე სასაუბროდ”, -ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

აბაშიშვილი დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

მიიღებს თუ არა თავად გიორგი მარგველაშვილი საყოველთაო განხილვებში მონაწილეობას, როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, შეხვედრა უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი და შესაბამისად, გადაწყვეტილებაც სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილი კვლავ რჩება იმ პოზიციაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ხალხის მაქსიმალური ჩართულობით უნდა მოხდეს.

საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში მონაწილეობას სთავაზობს.

ამის შესახებ განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

იტვირთბა....