ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოფელ თამარისში ქმარი 24 წლის ცოლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

ბოლნისის დაბა  თამარისში,  ქმარი ეჭვმიტანილია 24 წლის მეუღლის მკვლელობაში.  შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 1989 წელს მამაკაცმა ცოლის ტელეფონში ღამით მოკლე ტექსტური შეტყობინენა ნახა, რაც სავარაუდოდ, დანით მკვლელობის მიზეზი გახდა.
გარდაცვლილს მცირეწლოვანი ბავშვები დარჩა.

“მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ  მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....